lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
tuberculosis
[ლათ.tuber (კნინ.tuberculum) კორძი, -osis მდგომარეობა] – ინფექციური დაავადება, გამოწვეულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიით (mycobacterium tuberculosis). აღმოაჩინა გერმანელმა ბაქტერიოლოგმა რ. კოხმა 1882 წ. ყველაზე ხშირია ფილტვის ტუბერკულოზი. ტუბერკულოზით შეიძლება დაზიანებულლი იყოს კანი, ლიმფური კვანძები, ძვლები, შარდ–სასქესო ორგანოები და ყველა ის ორგანო, სადაც შეიჭრება დაავადების აღმძვრელი. ფილტვის ტუბერკულოზის სიმპტომებია: საერთო მდგომარეობის გაუარესება, სიცხის მომატება, ხველა (ზოგჯერ სისხლინი ნახველი), პროგრესირებადი სიგამხდრე, ნახველში ტუბერკულოზის მიკობაქტერიების არსებობა.