|
urticaria |
(ლათ. urtica ჭინჭარი) – კანის თავისებური (უხშირესად ალერგიული) რეაქცია სხვადასხვაგვარ ენდოგენურ და ეგზოგენურ გამაღიზიანებლებზე. ახასიათებს ფართო, ბრტყელი, ამობურცული, მეტ-ნაკლებად ქავანა გამონაყარი. გამონაყარის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდეა. მიზეზის ლიკვიდაციის შემდეგ გამონაყარი ქრება. ზოგჯერ, გამოუცნობი მიზეზის შემთხვევაში, გამონაყარი რეციდივირებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. |