lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
endocardium
(ბერძნ. endon შიგნით, kardia გული) – გულის შიგნითა გარსი, რომლითაც ამოფენილია გულის შიგნითა ზედაპირი (წინა გულებისა და პარკუჭების ღრუები). ენდოკარდიუმი ძირითადად შედგება ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისაგან. შეიცავს ელასტიკურ ბოჭკოებსა და გლუვ კუნთებს. მისი შიგნითა შრე შედგაბა მეზენქიმური წარმოშობის ენდოთელიომური უჯრედებისგან. წინა გულებისა და პარკუჭების შემაერთებელი ხვრელების, გულიდან აორტისა და ფილტვის ღეროს გამოსვლის ადგილას ენდოკარდიუმი ნაკეცის სახით წინ არის წამოწეული და ქმნის სარქველებს.