lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
epilepsia
[ბერძნ.epilepsia დაჭერა, შეტევა, (epilambano ხელს ვტაცებ, ვიჭერ)] – თავის ტვინის ქრონიკული პოლიეტიოლოგიური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცნობიერების დაკარგვის ან მისი ამა თუ იმ დონის ან ხარისხის შეცვლის ფონზე გამოხატული კრუნჩხვითი ან არაკრუნჩხვითი პაროქსიზმები, შემდგომი ამნეზიით და დამახასიათებელი ცვლილებებით ელექტრო ენცეფალოგრამაზე, უფრო ხშირად ჰიპერსინქრონული განტვირთვების სხით. ეპილეფსიური გულყრების გენერალიზებული ფორმების შემთხვევაში, პათოლოგიური ცვლილებები ძირითადად ტვინის ღრმა სტრუქტურებს მოიცავს, ფოკალური გულყრების დროს კი – ტვინის ქერქს. ტიპიური გენერალიზებული გულყრა ე.წ. დიდი გულყრა რომელსაც შეიძლება წინ უძღოდეს სხვადასხვა სახის შეგრძნება (იხ. აურა), ამას მოსდევს საერთო ტონური დაკლონური კრუნჩხვები, ცნობიერების გამოთიშვასთან ერთად, სინათლეზე თვალის გუგების რეაქციის უქონლობა, უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, პირზე დუჟი. დიდი გულყრა რამდენიმე წუთს გრძელდება და შეიძლება ცნობიერების სწრაფი აღდგენით დამთავრდეს; ხშირად გულყრას მოსდევს ძილი ან ფსიქომოტორული აგზნება. მცირე გულყრას ცნობიერების წამიერი გამოთიშვა ახასიათებს. ეპილეფსიურ პროცესს, გარდა პაროქსიზმული გამოვლინებებისა, ხშირად ახასიათებს ემოციურ – ვეგეტატიური და ზოგჯერ ფსიქიკური სფეროს მყარი ცვლილებები.