lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
oestrogena (remedia)
(მრავლ.), [ბერძნ. oistros (oxestros) ონავარი, genos წარმოშობა, ლათ. remedium სამკურნალო საშუალება] სტეროიდული ბუნების ჰორმონები (ესტრადიოლი, ესტრონი, ესტრიოლი, ეკვილინი, ეკვილენინი). ესტროგენებს გამოჰყოფს მდედრობითი სქესის ორგანიზმის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები. ესტროგენები ხელს უწყობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ზრდას, ოვოციტოგენეზს და ყვითელი სხეულის შენარჩუნებას. მიღებულია სინთეზური ესტროგენები – სინესტროლი, დიეთილსტილბესტროლი და სხვ.