lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
echinococcosis
(ბერძნ. rchinos ზღარბი, kokkos მარცვალი, კურკა, მდგომარეობა) – ადამიანისა და ცხოველის დაავადება, რომელსაც პარაზიტი თასმისებრი ჭია ექინოკოკი იწვევს. ზრდასული ექინოკოკი ბინადრობს დეფინიტური (საბოლოო) მასპინძლის–ხორციჭამია ცხოველის (ძაღლის, მგლის, მელას, ტურას და სხვ.) წვრილ ნაწლავში. დეფინიტური მასპინძელი განავალთან ერთად გამოყოფს ექინოკოკის კვერცხებს და აბინძურებს გარემოს. გაბინძურებული საკვების წყლის და ხელების მეშვეობით ექინოკოკის კვერცხი ხვდება ადამიანის ან ჩლიქოსნების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. კვერცხებიან გამოსული ლარვა იჭრება ნაწლავის სისხლძარღვებში, მიყვება სისხლის ნაკადს და იბუდებს ღვიძლში, ფილტვებში, იშვიათად სხვა ორგანოსა და ქსოვილში (თავის ტვინში, კუნთებში და სხვ.). აქ ლარვა წარმოქმნის მრავალრიცხოვან ბუშტუკებს, რომლებიც ტოქსიკურ სითხეს შეიცავენ. ბუშტუკები იზრდება ძალიან ნელა, აწვება მოსაზღვრე ქსოვილებს და იწვევს ორგანოს ატროფიას, ფიზიოლოგიური ფუნქციის მოშლას. ადამიანის ექინოკოკოზის ნიშნები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რომელ ორგანოშია ექინოკოკი.