lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
vaginitis
(ლათ. იხ. ვაგინა, ბერძნ. -itis ანთeბა) - საშოს ლორწოვანი გარსის ანთება. ხშირად დაერთვის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებაც (ვულვოვაგინიტი). ვითარდება საშოში სხვადასხვა მიკრობისა და პარაზიტის (გონოკოკის, კუდმახვილას, ტრიქომონების) მოხვედრის შედეგად.ზოგჯერ იწვევს საშოს ლორწოვანი გარსის ხანგრძლივი გაღიზიანება. გოგონებში ვულვოვაგინატი შეიძლება გამოიწვიოს ინფექციურმა დაავადებამ (დიფთერიამ, ქუნთრუშამ, წითელამ), თუ ინფექცია სისხლის ნაკადით საშოში მოხვდა. ვაგინატს ახასიათებს საშოს ლორწოვანი გარსის შეშუპება და სიწითლე, ცირქოვანი გამონადენი, სიმძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში, გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი და წვა. მოხუცებულობის ვაგინატი შეიძლება განვითარდეს ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებით.