lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
morbus venereus
ინფექციურ დაავადებათა ჯგუფი: სიფილისი (ათაშანგი), გონორეა, რბილი შანკრი და საზარდულის ლიმფოგრანულომატოზი, რომლებიც ძირითადად სქესობრივი გზით ვრცელდაბა. ვენერული დაავადებების საშიშროება იმაში მდგომარეობს რომ ისინი ფართოდ არის გავრცელებული და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას. არანამკურნალები ან ცუდად ნამკურნალები გონორეა შეიძლება გახდეს ქალის დაავადებათა, აგრეთვე ქალისა და მამაკაცის უშვილობის მიზეზი. თუ სისფილისით დაავადებულს არ ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა, მას უზიანდება სხვადასხვა ორგანო, რასაც საბოლოოდ ინვალიდობა და ხშირად სიკვდილი მოჰყვება. თანდაყოლილი სიფილისი იწვევს სიბრმავეს, სიყრუეს, სხვადასხვა სიმახინჯეს და ა.შ.