lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
nanismus
(ბერძნ. nanos ჯუჯა, ქონდრისკაცი, -ismus მდგომარეობა) - არანორმალურად პატარა სიმაღლე (მოზრდილი ადამიანის: ქალისა - 120 სმ-ზე ნაკლები, მამაკაცისა - 130 სმ-ზე ნაკლები), რაც გამოწვეულია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მოშლით. ჰიპოფიზური ნანიზმის დროს სხეულის ყველა ნაწილი განვითარებულია, მაგრამ პატარაა; გონებრივი განვითარება ნორმალურია. ინფანტილური ნანიზმის დროს ყველა ორგანო და ფუნქცია ბავშვის განვითარების დონეზე რჩება.