|
pyelitis |
(ბერძნ. pyelos გობი, -itis ანთება) – ბაქტერიული ინფექციის შედეგად თირკმელის მენჯის ანთება; იწვევს სისხლის ან ლიმფის გზით შეჭრილი ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვ. ინფექცია შეიძლება შეიჭრეს აღმავალი გზითაც შარდის ბუშტიდან ან შარდსაწვეთიდან. კლინიკურად მწვავე პიელიტისთვის დამახასიათებელია შემცივნება, მარალი ტემპერატურა, ტკივილი წელის მიდამოში, შარდში ცილა, ლეიკოციტები, ბრტყელი ეპიტელიუმი და სხვ. |