lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
pneumothorax
(ბერძნ.pneumaჰაერი, thorax გულმკერდი) – ნეკნებისა და ფილტვების დაზიანების შედეგად ჰაერის ან სხვა რომელიმე აირის დაგროვება პლევრის ღრუში. პნევმოთორაქსი შეიძლება იყოს ღია, დახურული და სარქველოვანი. ღია პნევმოთორაქსის დროს პლევრაში დაგროვილი ჰაერი გულმკერდის ჭრილობით ან დიდი ბრონქით დაკავშირებულია ატმოსფეროსთან. დახურული პნევმოთორაქსის შემთხვევაში პლევრაში არსებულ ჰაერს ატმოსფეროსთან კავშირი არ აქვს. სარქველოვანი პნევმოთორაქსის დროს ფილტვის დაზიანებული ქსოვილის ნაფლეთი სარქველის მსგავსად ჩასუნთქვის დროს ჰაერს უშვებს, ამოსუნთქვის დროს კი ხურავს ბრონქს და ჰაერი პლევრის ღრუში რჩება.