lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
r(h)achitis
(ბერძნ. rhachis ზურგი, ხერხემალი, -itis ანთება) – "ინგლისური ავადმყოფობა" – ორგანიზმის საერთო დაავადება, გამოწვეული D ვიტამინისა და მზის სხივების უკმარისობით, იწვევს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლას, რის გამოც ირღვევა ძვლების მინერალიზაცია. ავადდებიან ბავშვები ერთი–სამი წლის ასაკში (უპირატესად ზამთრის პერიოდში), ზოგჯერ კი სქესობრივი მომწიფების დროს. რაქიტით დავადებულ ბავშვს შეფერხებული აქვს ყიფლიბანდების შეზრდა ქალაზე და კბილების ამოსვლა, ფეხების ძვლები ურბულდება, სხეულის სიმძიმის გამო ქვედა კიდურები ასო O–ს ან X–ის ფორმისაა. აღინიშნება ნეკნების გასქელება – ე.წ. კრიალოსანი, გულმკერდი იცვლის ფორმას. მკურნალობა კომპლექსურია და მიმართულია ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის შევსებისკენ.