lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Rhesus
(Rhesus მაიმუნის სახეობა, ლათ. factor მიზეზი) – ჰემაგლუტინოგენი, რომელიც პირველად აღმოაჩინეს მაიმუნის (Macacus rhesus) სისხლში. დადგენილია, რომ  რეზუს-ფაქტორს შეიცავს ადამიანთა 87-85%–ის სისხლი  – ისინი რეზუს-დადებითი (Rh+ ) ადამიანები არიან, ხოლო 13–15% არ შეიცავს – რეზუს-უარყოფითი (Rh-) ადამიანები. რეზუს-ფაქტორს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ თუ რეზუს-უარყოფით ადამიანებს განმეორებით შეუყვანთ რეზუს-დადებითი ადამიანის სისხლს, ჰემოლიზი მოხდება. ჰემოლიზი იმით არის განპირობებული, რომ ამ დროს რეზუს უარყოფითი ადამიანების სისხლში წარმოიქმნება განსაკუთრებული ანტისხეულები. ამ ფაქტორთან ზოგჯერ დაკავშირებულია ფეხმძიმობის პერიოდში ერითროციტების ჰემოლიზი და ანემია, რასაც შედეგად მოჰყვება ნაყოფის დაღუპვა. რეზუს-ფაქტორთან არის დაკავშირებული აგრეთვე ახალდაბადებულთა ჰემოლიზური დაავადებაც.