lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
sensibilisatio
(ლათ. sensibilis საგრძნობი) – რაიმე გამღიზიანებლის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის გაზრდა, მაგ. ორგანიზმში უცხო ცილის შეყვანისას ორგანიზმი მისდამი ერთობ მგრძნობიარე ხდება. ასეთი მგრძნობელობა ერთბაშად კი არ ვითარდება, არამედ 10–12 დღის შემდეგ და თვეობით, ზოგჯერ წლობითაც რჩება. სენსიბილიზაციის მოვლენა საფუძვლად უდევს სწავლებას ალერგიისა და ალერგიულ დაავადებათა შესახებ.