lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
situs viscerum inversus
[ლათ.situs მდებარეობა, viscerum შიგნეულობის, (ნათ. მრავლ.),  viscus (ნათ.visceris ) შიგნეულობა, inversus გადაბრუნებული, გადატრიალებული, დამახინჯებული –ლათ. ზმნ. წარს. მიმღ., inverio (სუპინ.inversum) – გადავაბრუნებ, გადავატრიალებ, ვამახინჯებ)] – შინაგან ორგანოთა უკუმდებარეობა – გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების მდებარეობის შეცვლა ისე, რომ ნორმალურად მარჯვნივ მდებარე ორგანოები მდებარეობს მარცხნივ და პირიქით, ნორმალურად მარცხნივ მდებარე ორგანოები მდებარეობს მარჯვნივ. ასეთი სიმახინჯის დროს გული მარჯვნივაა, ღვიძლი მარცხნივ, ელენთა მარჯვნივ, ბრმანაწლავი მარცხნივ.