lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
anaesthesiologia
(ბერძნ. anesthesia იხ. ანესთზია, logos მოძღვრება) – მეცნიერება გაუტკივარების შესახებ.  XX საუკუნის მეორე ნახევარში მედიცინის დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა. მისი ამოცანაა გაუტკივარების მეთოდთა შერჩევა და საანესთზიო საშუალებათა აპრობაცია და პრაქტიკაში დანერგვა. შეისწავლის აგრეთვე რეანიმაციასთან (ორგანიზმის გაცოცხლება), ჰიბერნაციასა (ხელოვნური ძილი) და ჰიპოთერმიასთან (სხეულის ტემპერატურის დაწევა) დაკავშირებულ საკითხებს.