lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
sclerosis disseminata
[sclerosis იხ.სკლეროზი, ლათ. disseminata (მდედრ.) desseminatus გაფანტული, დისემინირებული ]  – გაფანტული ანუ მრავლობითი სკლეროზი – ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადება გამწვავებითა და რემისიებით. მისი პათოლოგიური სუბსტრატია ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილში დემიელინიზაციის, მიკრონეკროზისა და გლიური სკლეროზული ფოლაქების განვითარება; ახასიათებს ნისტაგმი, დამარცვლული ლაპარაკი, ატაქსია, მყესოვანი რეფლექსების გაძლიერება, ბაბინსკისა და როსოლიმოს პათოლოგიური რეფლექსები და სხვ.