lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
febris continua
[ლათ. febris (მდედრ.) იხ. ფებრის, continua (მდედრ. ლათ. ზედსართ.), continuus განუწყვეტელი, მუდმივი] – მუდმივი ტიპის ცხელება, ჩვეულებრივ, მაღალი ტემპერატურა, რომლის ცვალებადობა დღე-ღამეში (რამდენიმე დღის განმავლობაში) ერთ გრადუსს არ აღემატება. მიმდინარეობს ხანგრძლივად, საგრძნობი შემსუბუქების გარეშე. ასეთი ტემპერატურა ახასიათებს მუცლის ტიფსა და პარტახტიან ტიფს, კრუპოზულ პნევმონიას.