lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
anticoagulantia
(მრავლ.), [anticoagulans (ნათ. anticoagulantis) (ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. coagulo შედედებას ვიწვევ)] - სისხლის შედედბის შემფერხებელი და თრომბის წარმოქმნის  საწინააღმდეგო ნივთიერებები. მოქმედების მექანიზმის მიხედვით იყოფა 3 ჯგუფად: პირველი ჯგუფის ანტიკოაგულანტებს კალციუმის იონი არაიონიზებულ მდგომარეობაში გადაჰყავს (ნატრიუმის ციტრატი); მეორე ჯგუფის ანტიკოაგულანტები აფერხებს პოთრომბინის თრომბინად გარდაქმნას (ჰეპარინი); მესამე ჯგუფი კი აბრკოლებს პოთრომბინისა და პროკონვერტინის ბიოსინთეზს (დიკუმარინი, სინკუმარი, ფენილინი, პელენტანი).