lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
abortus spontaneus
[abortus იხ. აბორტი, spontaneus თავისთავადი, გარე ზემოქმედების გარეშე (ლათ.spontan თავისთავად, საკუთარი ნებით)] - თავისთავადი აბორტი, გამომწვევი მიზეზებია ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმა (სიმძიმის აწევა, დაცემა, მძიმე განცდა, მუცლის დაშვება) და თვით ნაყოფის დაავადებანი; ხელშემწყობი მიზეზები - საშვილოსნოსა და საკვერცხეების განუვითარებლობა, მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები, საშვილოსნოს სიმსივნე, სასქესო ორგანოების ანთება, ორსულთა ტოქსიკოზი, ჰიპერტონიული დაავადება, ინტოქსიკაცია, დედისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობა (განსაკუთრებით რეზუს-ფაქტორის მიხედვით) და სხვ. სპონტანურ აბორტს განვითარების რამდენიმე სტადია აქვს: მოსალოდნელი აბორტი, დაწყებითი აბორტი, არასრული აბორტი. მოსალოდნელი აბორტი იწყება სუსტი შეტევითი ხასიათის ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში და მცირეოდენი სისხლიანი გამონადენით. დაწყებითი აბორტის დროს ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში და სისხლის დენა მატულობს. ორივე შემთხვევაში ავადმყოფს ესაჭიროება წოლითი რეჟიმი, სრული სიმშვიდე, ჰორმონოთერიაპია, ვიტამინებით მკურნალობა. დროული მკურნალობით ზოგჯერ შესაძლებელი ხდება ორსულობის შენარჩუნება. თუ მიღებული ზომების მიუხედავად სისხლის დენა და ტკივილი ძლიერდება და იწყება საშვილოსნოდან სანაყოფე კვერცხის ნაწილების გამოყოფა (არასრული აბორტი), აუცილებელია საშვილოსნოს გამოფხეკვა.