|
schizophrenia |
(ბერძნ. schizo ვთიშავ, ვაპობ, phren ჭკუა) - მძიმე ფსიქიკური დაავადება, ძირითადად ახასიათებს დაუკავშირებელი მეტყველება, გარემოდან მოწყვეტა, კარჩაკეტილობა, ბოდვა, ჰალუცინაცია, ზოგ შემთხვევაში აკვიატებული აზრები. თანდათან ქვეითდება ფსიქიკური აქტივობა. დაავადება გამოვლინდება უმთავრესად სქესობრივი მომწიფების პერიოდში, არც თუ იშვიათად 35-40 წლის ასაკში. მიმდინარეობა ქრონიკულია, ეტიოლოგია - უცნობი. |