lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Amoebiasis
ამებიაზი ნაწლავთა დაავადებაა, რომელსაც ამებათა ოჯახის ერთუჯრედიანი პარაზიტი იწვევს. მას ახასიათებს მსხვილი ნაწლავის წყლულოვანი დაზიანება, სხვადასხვა ორგანოში აბსცესის განვითარება და ხანგრძლივი მიმდინარეობა. ინფექციის მთავარი წყაროა ცისტების გამომყოფი ადამიანი (მატარებელი). მწვავე პერიოდში ცისტები არ გამოიყოფა, ამიტომ ავადმყოფი ეპიდემიოლოგიურად საშიში არ არის. საშიშროება თან სდევს გამოჯანმრთელების დასაწყისს, თუ მკურნალობა ჯეროვნად არ ჩატარდა. წლების განმავლობაში მატარებელი განავალთან ერთად გამოყოფს ცისტებს, რომლებიც დიდხანს ძლებენ გარემოში. ისინი უპირატესად ადამიანის ფეკალური მასით დაბინძურებული სასმელი და სამეურნეო წყლის, დაბინძურებული მწვანილისა და ხილ-ბოსტნეულის, სურსათის, ჭუჭყიანი ხელების, საოჯახო ნივთების, ცისტის მატარებელთან კონტაქტის მეშვეობით გადაეცემა.