lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Anaphylactic shoc
ანაფილაქსიური შოკი ალერგიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და მძიმე გამოვლინებაა და არცთუ იშვიათად სიკვდილით სრულდება. ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში შრატის ან განსაზღვრული მედიკამენტის - სულფანილამიდების ჯგუფის რომელიმე პრეპარატის, ანტიბიოტიკის (ტეტრაციკლინი, ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები, განსაკუთრებით - პენიცილინი), ასევე - B ჯგუფის ვიტამინების, ზოგიერთი საკვების (კვერცხი, თევზი, მარცვლეული) და რენტგენოკონტრასტული ნივთიერების მოხვედრისას. ანაფილაქსიური რეაქცია თავს იჩენს ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, რამდენიმე წუთიდან ორ საათამდე პერიოდის განმავლობაში. მაღალი სენსიბილიზაციის მქონე ორგანიზმისთვის ალერგენის არც დოზას და არც შეყვანის გზას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ალერგენის დიდი დოზა ხელს უწყობს შოკის მძიმე და ხანგრძლივ მიმდინარეობას. წამყვანი კლინიკური სიმპტომებია ალერგიული მედიატორების (ჰისტამინი) გამოთავისუფლების შედეგად სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება, მათი განვლადობის მომატება და მოცირკულირე სისხლის ოდენობის მკვეთრი შემცირება. კანი ცივი, სველი და ფერმკრთალია, დაჰკრავს სილურჯე. თავის ტვინსა და სხვა ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო თავს იჩენს მოუსვენრობა, ქოშინი, გონება იბინდება, შარდის გამოყოფა ირღვევა. ანაფილაქსიური შოკის ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად განვითარდება სისხლძარღვოვანი კოლაფსი და თავის ტვინის ფუნქციის მოშლა.