lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Bronchitis
ბრონქიტი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ბრონქიტი ზემო სასუნთქი გზების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. საფუძვლად უდევს ბრონქების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება. მწვავე ბრონქიტს უმთავრესად ვირუსი (გრიპი, პარაგრიპი, ადენოვირუსი) იწვევს. მიკრობული ფლორის თანდართვა მეორეულია. ბრონქიტი, ასევე, შეიძლება განვითარდეს ფიზიკური (ორთქლის ან ცივი ჰაერის შესუნთქვა) ან ქიმიური (გამაღიზიანებელი ან მომწამლავი აირის) ზემოქმედების შედეგად. მწვავე ბრონქიტის ხელმშემწყობი ფაქტორებია გაციება, თამბაქოს წევა, ცხვირ-ხახის კეროვანი ინფექცია და შეგუბება სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში.