lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
vitiligo
ვიტილიგო კანის პიგმენტაციის უნარის დაკარგვაა, რაც თეთრი ლაქების წარმოქმნით გამოიხატება. ლაქები უმეტესად ხილულ ადგილებზე ჩნდება და ამის გამო ძლიერ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს იწვევს, თუმცა სიცოცხლეს საფრთხეს არ უქადის. ასეთ დროს მზის სხივების უშუალო ზემოქმედება არასასურველია. ვიტილიგოს მიზეზებად მიიჩნევა ნერვული სტრესი, არასრულფასოვანი კვება და კუჭ-ნაწლავის პარაზიტული დაავადებები. მკურნალობენ ზოგადი და ადგილობრივი ვიტამინოთერაპიით. არსებობს ადგილობრივი და ზოგადი მოხმარების სპეციალური ხსნარები და ტაბლეტები, რომლებიც ხელს უწყობს პიგმენტ მელანინის წარმოქმნას, თუმცა განკურნების 100%-იან შანსს არ გვაძლევს. მეტად მნიშვნელოვანია მკურნალობის ადრევე დაწყება. დაავადების საწყის ეტაპზე ვიტამინოთერაპიას ხშირად ძალუძს პროცესის შეჩერება და ზოგ შემთხვევაში ლაქების ალაგებაც. თავდაპირველად თეთრი ლაქის ფონზე ჩნდება პიგმენტის შემცველი კუნძულაკები, რომლებიც თანდათან ივსება და ნორმალურ ელფერს იღებს. მკურნალობას კარგად ემორჩილებიან ბავშვები.