lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
auscultatio
მოსმენა შინაგანი ორგანოების გმაოკვლევის ერთ-ერთი მეთოდი ამ ორგანოებში წარმოქმნილი ხმიანობის მოსმენით. ორგანოს მომსენა შეიძლება ყურით ან სპეციალური ხელსაწყოს - სტეთოსკოპისა და ფონედოსკოპის საშუალებით. ფილტვების აუსკულტაციის ისმენენ სუნთქვის ხმაურს, გარკვეული დაავადების დამახასიათებელ სხვადასხვაგვარ ხიხინს. გულის ტონების ცვალებადობისა და გულში წამოქმნილი შუილის მიხედვით განსაზღვრავენ გულის მოქმედებას, დაავადებას. არტერიებს ისმენენ სისხლის წნევის გასინჯვის დორს, მუცლის აუსკულტაციით ადგენენ კუჭისა და ნაწლავების პერისტალტიკას, ორსულობის დროს - ნაყოფის გულისცემას და სხვ.