lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
cataracta
"კატარაქტა" ბერძნული სიტყვაა და "წყალვარდნილს" ნიშნავს. ძველ ბერძნებს მიაჩნდათ, რომ კატარაქტის დროს გუგაზე ზემოდან ქვემოთ წყალვარდნილივით ეშვებოდა ნაცრისფერი აპკი და ადამიანს თვალისჩინს ართმევდა. სინამდვილეში კატარაქტა ბროლის შემღვრევაა. ბროლი არის ორმხრივამოზნექილი ლინზა, რომელსაც სინათლის სხივების გატარება და ბადურაზე საგნების ფოკუსირება აკისრია. ჯანმრთელი ადამიანის ბროლი გამჭვირვალეა, თავისუფლად ატარებს და გარდატეხს სინათლის სხივს, რის წყალობითაც ადამიანი გარესამყაროს ნორმალურად ხედავს, კატარაქტის დროს კი ბროლის ბიოქიმიური შემადგენლობა იცვლება და ეს ორგანო თანდათან გაუმჭვირვალი ხდება. სინათლის სხივი შემღვრეული ბროლის გავლას ძლივსღა ახერხებს, ამიტომ ადამიანი საგნებს ისე ხედავს, თითქოს დაორთქლილი მინიდან უყურებდეს. დროთა განმავლობაში მხედველობის სიმახვილე უფრო და უფრო მეტად იკლებს. ჩვეულებრივ, კატარაქტა ორივე თვალს აზიანებს, მაგრამ არა ერთდროულად. ერთ-ერთი თვალი შესაძლოა რამდენიმე თვით, რამდენიმე წლით ადრეც კი დაავადდეს. სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, კატარაქტა თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის მთელ მსოფლიოში 40 წელს გადაცილებულთა მესამედს აღენიშნება. ერთმანეთისგან განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტას. თანდაყოლილი კატარაქტის დროს ბროლის შემღვრევა, წესისამებრ, შემოსაზღვრულია და არ პროგრესირებს, შეძენილ ფორმას კი პროგრესირებადი ხასიათი აქვს. თანდაყოლილი კატარაქტა ყოველი 10 000 ახალშობილიდან ერთს აღენიშნება. დაავადების მიზეზი შესაძლოა იყოს ორსულობის პერიოდში დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადება, მის მიერ სტეროიდული ჰორმონების მიღება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება. შეძენილ კატარაქტას, განვითარების მიზეზის კვალობაზე, რამდენიმე ჯგუფად ყოფენ: