lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Colitis gravis
სიმპტომები და მიმდინარეობა. სიმპტომები მსხვილი ნაწლავის დაზიანების ხასიათზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, აღინიშნება ფაღარათი, რომლის დროსაც სისხლსა და ლორწოსთან შერეული თხიერი განავალი გამოიყოფა. სისხლმდინარე კერას ავლენს რექტალური (სწორი ნაწლავიდან) გამოკვლევაც. დაავადებას, წესისამებრ, თან სდევს მუცლის ტკივილი, რომლის ინტენსივობაც ზომიერიდან ძალიან ძლიერამდე მერყეობს. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ლოკალიზებულია მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა ნაწილში, სწორი ნაწლავიდან განივ კოლინჯამდე. ზოგჯერ ანთებითი პროცესი მხოლოდ სწორ ნაწლავს მოიცავს (პროქტიტი). ამ შემთხვევაში შესაძლოა დაავადების ერთადერთი გამოვლინება სწორი ნაწლავიდან სისხლდენა იყოს. ზოგჯერ აღინიშნება სწორი ნაწლავის ტკივილი, დეფეკაციის ცრუ სურვილი. არის შემთხვევები, როდესაც ანთებითი პროცესი სწორი ნაწლავიდან ვრცელდება სიგმოიდურ კოლინჯზე (პროქტოსიგმოიდიტი), კოლინჯის მთელ მარცხენა ნახევარსა და მთელ მსხვილ ნაწლავზე (პანკოლიტი). ბუნებრივია, რაც უფრო დიდ ფართობს მოიცავს პათოლოგიური ცვლილებები, მით უფრო მძაფრია კლინიკური სიმპტომატიკა.