lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Leptospirosis
 ლეპტოსპიროზი მწვავე ზოონოზური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება და ჰემორაგიული სინდრომი. ლეპტოსპიროზის გამომწვევია ლეპტოსპირას გვარისა და სპიროქეტების ოჯახის პათოგენური მიკროორგანიზმები. ის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გვხვდება. ადამიანისთვის ინფექციის წყაროს წარმოადგენს ლეპტოსპიროზით დაავადებული ან დაავადებაგადატანილი გარეული და შინაური ცხოველები, რომლებიც შარდთან ერთად გამოყოფენ ლეპტოსპირებს და აინფიცირებენ წყალს, საკვებს, ნიადაგს, ირგვლივ არსებულ საგნებს. ადამიანი ავადდება როგორც ალიმენტური, ასევე კონტაქტურ-პროფესიული (დაავადებული ცხოველის დამუშავებისას) გზით, ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსატევებთან კონტაქტისას. სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ ლეპტოსპიროზის ორ კლინიკურ ფორმას: სიყვითლით მიმდინარეს და უსიყვითლოს. სიყვითლით მიმდინარე ლეპტოსპიროზის დროს ვლინდება ჰეპატორენული (ღვიძლთირკმლოვანი), ჰემორაგიული (სისხლდენები) და მენინგეალური სინდრომები, უსიყვითლოს დროს რენული (თირკმლოვანი), მენინგეალური და ჰემორაგიული.