lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
achylia
[ბერძნ. achylos (a უარყ. ნაწ., chylos წვენი)] - კუჭის წვენში მარილმჟავასა და ფერმენტ პეფსინის უქონლობა. შეიძლება განვითარდეს ყველა იმ დაავადების შედეგად (ანთებითი პროცესი კუჭში, კუშის სიმსივნე და ა.შ), რომელიც კუშის ჯირკვლების ატროფიას იწვევს, ან იყოს სხვა რაიმე დაავადების (ტუბერკულიოზის, სიფილისის, მალარიის, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებისა და სხვ.) ერთ-ერთი ნიშანი. დროებითი აქილია ხშირად არასრულფასოვანი კვების, ვიტამინების უკმარისობის, ნახშირწყლიანი საკვებით კუჭის გადატვირთვის ან ნერვულ-ფსიქიკური განცდების შედეგია. აქილიის დროს აღინიშნება უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში, ფაღარათი, ანემია და სხვ.