lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
agglutinatio
შეწებება - სისხლში შეწონილი ბაქტერიების, სისხლის ფორმიანი ელემენტების (განსაკუთრებით წითელი ბურთულების) და სხვათა გუნდებად შეწებება და დალექვა. აგლუტინაციას იწვევს განსაკუთრებული ნივთიერებები - აგლუტინინები (სპეციფიკური ანტისხეულები), რომლებიც გროვდება ადამიანისა და ცხოველის სისხლში ინფექციურ დაავადებათა და იმუნიზაციის შედეგად. აგლუტინაციის რეაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს მრავალი ინფექციური დაავადების (მუცლის ტიფი, ბრუცელოზი და სხვ.) დიაგნოსტიკისათვის, სისხლის ჯგუფების დასადგენად, მიკრობთა სახეობისა და ტიპების დიფერენცირებისათვის და სხვ.