lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
botulismus
(ლათ. botulus ძეხვი, -ismus დაავადება) - მწვავე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადება; იწვევს სპორებიანი ბაცილა - ანაერობული მიკროორგანიზმი - Clostridium botulinum და მისი ტოქსინი, აზიანებს უმთავრესად ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ბოტულიზმის გამომწვევის სპორები ბინადრობს ნიადაგში, საიდანაც ხვდება სასმელ წყალში, საკვებში, და ბოლოს, ადამიანის ან ცხოველის ნაწილებში. განსაკუთრებით კარგად მრავლდება უჰაერო გარემოში - ხორცის, თევზის, ხილის, ბოსტნეულის, სოკოს და სხვ. არაწესიერად სტერილიზებულ კონსერვებში. ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრის შემდეგ ბოტულიზმის ტოქსინი შეიწოვება, გადადის სისხლში და ამ უკანასკნელთან ერთად აღწევს თავის ტვინის ნერვულ ბირთვებს. საინკუბაციო პერიოდი 2 საათიდან 10 დღემდეა, ჩვეულებრივ მოწამვლის ნიშნები 18-24 საათში ვლინდება. მოწამლული უეცრად შეიგრძნობს სისუსტეს, ეწყება ღებინება, შეკრულობა, მუცელი ხშირად შებერილი აქვს. 3-4 საათის შემდეგ ავადმყოფს ეწყება თავბრუ, საგნებს ბუნდოვნად ხედავს, ზოგჯერ გაორებულად, პირი უშრება, უჭირს ყლაპვა, ლაპარაკობს გაურკვევლად. სიკვდილს იწვევს გულის ან სასუნთქი ცენტრის დამბლა. ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა მოათავსონ საავადმყოფოში.