lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
gastroptosis
[ბერძნ. gaster(ნათ.gastros) კუჭი, ptosis დაცემა] - კუჭის დაწევა, რაც სხეულის კონსტიტუციურ თვისებურებებთან არის დაკავშირებული. უმეტესად აღენიშნებათ ასთენიური აგებულების პირებს. გასტროპტოზს ხელს უწყობს ძლიერი გახდომა, განმეორებითი ორსულობა. მუცლის კუნთების მოდუნება. უფრო ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ზოგჯერ აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება გულის კოვზთან, ბოყინი, მუცლის ბერვა.