lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
glucosa, glycosa, glucosum
(ბერძნ. glykys ტკბილი) - ტკბილი გემოს მონოსაქარიდთა ჯგუფის ნახშირწყალი; მოიპოვება მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებში. მედიცინაში ხმარობენ გლუკოზის ტაბლეტებს, ფხვნილებს, იზოტონურ (4.5-5%) და ჰიპერტონულ (10-40%) ხსნარებს. იზოტონიური ხსნარი შეჰყავთ ვენასა ან სწორ ნაწლავში ორგანიზმის სითხით შესავსებად, ამავე დროს ის ადვილად ასათვისებელი საკვები ნივთიერებაცაა. ჰიპერტონული ხსნარი შეჰყავთ ვენაში, იგი მაღლა სწევს სისხლის წნევას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ღვიძლის ანტიტოქსიკურ ფუნქციას, გულის მოქმედებას და სხვ.