lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
diabetes mellitus
[ბერძნ. diabetes იხ. დიაბეტი, ლათ. mellitus თფლივით ტკბილი; mel(ნათ.mellis) თაფლი] - ნეირო-ენდოკრინული ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის (ცხიმოვანი, ცილოვანი, წყლის, განსაკუთრებით კი ნახშირწყლების ცვლის)მოშლა. იწვევს ორგანიზმში კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის - ინსულინის ნაწილობრივი ან სრული უკმარისობა. ინსულინის უკმარისობის გამო ღვიძლი და კუნთები ვეღარ გარდაქმნის შაქარს გლიკოგენად. ქსოვილები კარგავს შაქრის ჟანგვის უნარს და ვეღარ იყენებს მას ენერგიის წყაროდ; ვითარდება ნეოგლიკოგენეზი (შაქრის წარმოქმნა ცილებისა და ცხიმებისაგან), რის გამოც შაქარი გროვდება სისხლში (ჰიპერგლიკემია). შაქარის ნაწილი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად (გლიკოზურია). ჯერ სისხლში, შემდეგ კი შარდში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით აცეტონური სხეულაკები, ირღვევა ორგანიზმის ტუტე-მჟავური წონასწორობა, ვითარდება აციდოზი. ავადმყოფს აწუხებს ძლიერი წყურვილი (პოლიდიფსია), დიდი რაოდენობით და ხშირად შარდავს (პოლიურია), აღინიშნება პირისა და კანის სიმშრალე, გაძლიერებული მადა (პოლიფაგია), წონის დაკლება (თუმცა ხშირად ავადმყოფებს ჭარბი წონაც აქვთ) საერთო სისუსტე და სხვ.