lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
diathesis haemorrhagica
[ბერძნ. diathesis იხ. დიათეზი, haemorrhagica მდედრ., ზედსართ., haemorrhagicus  სისხლის დენითი [ბერძნ. haima(haema) სისხლი, rhegnymi ვგლეჯ] - თანდაყოლილ და შეძენილ დაავადებათა ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს მიდრეკილება სისხლის დენისა და სისხლჩაქცევისადმი, შეიძლება განვითარდეს უეცრად, რაიმე თვალსაჩინო მიზეზის გარეშე ან უმნიშვნელო ტრავმის შედეგად. ჰემორაგიული დიათეზიზს დროს სისხლჩაქცევები ვრცელია და მასიური. სისხლისდენა (ცხვირიდან, შინაგანი ორგანოებიდან) ხანგრძლივია და ძნელად ჩერდება. გამომწვევი მიზეზი სისხლის შემადედებელი სისტემის, თრომბოციტული აპარატის და სისხლძარღვების მდგომარეობაზეა დამოკიდებული.