lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
morbus Addisoni
ადისონის დაავადება, (ინგლისელი ექიმის ტ. ადისონის გვარის მიხედვით; მან პირველმა აღწერა ეს დაავადება 1855 წელს) - თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ქრონიკული უკმარისობა. ვითარდება თანდათანობით, ქერქი საკმარისად ვერ გამოიმუშვებს ჰორმონებს - კორტიკოსტეროიდებს, რაც უფრო ხშირად ჯირკვლის ტუბერკულიოზით ან ატროფიითაა გამოწვეული. უმეტესად ავადდებიან შუა ხნის ადამიანები, ადისონის დაავადების ნიშნებია: საერთო სისუსტე, წონაში დაკლება, უმადობა, გულისრევა, ღებინება, სისხლის წნევის დაცემა, ნახშირწყლებისა და ცილოვანი ცვლის დარღვევა. დამახასიათებელი სიმპტომია მუქი ლაქები ლორწოვან გარსებზე და კანის ბრინჯაოსფერად შეფერვა. დაავადებულს მკურნალობენ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონებით (ძირითადად კორტიზონით).