|
Миелопролиферативные заболевания |
მიელოპროლიფერაციული დაავადებების ჯგუფი აერთიანებს ძვლის ტვინის სიმსივნეებს, რომლებიც ვითარდება მიელოპოეზის ადრეულ სტადიაში მყოფი წინამორბედი უჯრედებისგან, ზოგ შემთხვევაში - ღეროვანი უჯრედებისგან. ამ ჯგუფის ძირითადი დაავადებებია ქრონიკული მიელოლეიკემია, სუბლეიკემიური მიელოზი, ერითრემია, ქრონიკული მონოციტური ლეიკემია, ქრონიკული ერითროლეიკემია და ქრონიკული მეგაკარიოციტული ლეიკემია. |