lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Рябина обыкновенная
ვარდისებრთა ოჯახში შედის. ჩვეულებრივი ჭნავი, ცირცელი ტანმორჩილი ხეა 10 (იშვიათად 15-20) მ სიმაღლის დიდი კენტფრთართული, 5-9 წაგრძელებული ლანცეტა ფოთოლაკიანი ფოთლებით, რომ თეთრი ყვავილები ფარისებრ თანაყვავილედებშია შეკრებილი, რომელნიც დამოკლებულ ტოტებზეა განლაგებული, სპეციფიური ძლიერი სუნით. ნაყოფი თითქმის ბურთივით მრგვალია, ვაშლისებრი ფორმის, წვნიანი, ნაყოფს თავსში შერჩენილი აქვს ყვავილის ჯამი ვაშლისა და ვარდოსანთა ოჯახის სხვა სახეობების მსგავსად. იგი მკვეთრი ნარინჯისფერ-მოწითალოა. 8-10 მმ სიმსხოთი. თესლი მოწითალოა, ნამგლისებრ მოხრილი, თითო ნაყოფში ჩვეულებრივ სამი ცალია. 1000 ც თესლი დაახლოებით 3,6 გ იწონის, ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი სექტემბერშიც მწიფდება. გავრცელებულია მეტწილად ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში და წარმოდგენილია ორი სახეობით. ამათგან საქართველოში უფრო ფართოდ გავრცელებულია Sorbus caucasigena Kom, რომელიც ძირითადად მთავარი კავკასიონის მთა-ხეობებზე (აფხაზეთი, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, იმერეთი, სამხ. ოსეთი, ქართლი, მთიულეთი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, კახეთი), აგრეთვე მცირე კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში (თრიალეთი, ჯავახეთი, მესხეთი) გვხვდება. მეორე მათგანი Sorbus Boissieri C. K. Schueid., ძირითადად აჭარასა და გურიაში, მცირე რაოდენობით აფხაზეთსა და სამეგრელოშიც გვხვდება. გარეგნულად ორივე სახეობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. განსხვავება იმაშია, რომ პირველი მათგანის ფოთოლი უფრო მეტი რაოდენობის (9-მდე) წყვილი ფოთოლაკებისაგან შედგება. ფოთოლაკები მოგრძო-ლანცეტა ფორმისაა, ნაყოფი კაშკაშა წითელი ან მკრთალი ყვითელია. სახეობა გავრცელების არეალში 5 ფორმითაა წარმოდგენილი. მეორე სახეობის ფოთოლი მხოლოდ 5-7 წყვილი ფოთოლაკისაგან შედგება. ფოთოლაკები უფრო ფართო დ სქელი, კიდეებზე მხოლოდ შუა ნაწილის ზემოთაა ხერხისებრდაკბილული. ნაყოფი ნარინჯისფერი ან მოყვითალო-წითელია. ეს სახეობა 2 სახესხვაობითაა (Var. adscharia - ხულოს რაიონში და var. bachmarensis - მთა ბახმაროზე), რომელიც ერთმნეთისაგან ძირითადად ნაყოფის ფორმით განსხვავდებიან. პირველის ნაყოფი ვაშლისებრ შებრტყელებულია, მეორესი - ფართო ელიფსური. ცირცელი ყვავილობის და ნაყოფის სიმწიფის პერიოდში ძლიერ მიმზიდველია. სასურველია მისი გამოყენება მთიან პირობებში გამწვანებისა და გატყევებისათვის. უხვად ნაყოფმსხმოიარობს ყოველი 1-2 წლის შემდეგ, მოსავლის რაოდენობა 1 ჰექტარზე 200-400 კგ აღწევს. ადვილად იტანს დიდ და ხანგრძლივ ყინვებს, აგრეთვე გვალვასაც. დიდი ეკოლოგიური დიაპაზონის მცენარეა, ამიტომ მისი დარგვა-გაშენება შეიძლება არამარტო მაღალი მთის პირობებში, არამედ გაცილებით უფრო დაბლაც, თვით ზღვისპირამდეც კი. ცირცელის ნაყოფი 4-8 პროცენტ შაქრებს შეიცავს (ფრუქტოზა, გლუკოზა, სორბოზა, საქაროზა), გარდა ამისა, მის შემადგენლობაში 2 პროცენტზე მეტი ვაშლის, ლიმონს, ყურძნის და ქარვის მჟავები, პექტინები და მთრიმლავი ნივთიერებები. შეიცავს ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობას (ასკორბინის მჟავას 200 მგ-მდე. კაროტინს 20 მგ პროცენტამდე და ვიტამინ P-ს). ნაყოფს ნედლად ჭამენ, ძირითადად კი მას გადაუმუშავებელი სახით იყენებენ. ამზადებენ ხილფაფას, მარმელადს, მურაბას, ღვინოს, ლიქიორს, ძმარს, ბურახს და სხვ. მათგან მზადდება ვიტამინიზებული სამკურნალო სიროფები. ამ მხრივ დიდი პოპულარობით სარგებლობს ნაყოფის წვენი შაქართან დაკონსერვებულ მდგომარეობაში. ხალხურ მედიცინაში ნაყოფს და ყვავილებს გამხსნელ და ოფლმდენ საშუალებად იყენებენ. გარდა ამისა, ნაყოფები შესანიშნავი საკვებია ორნიტოფაუნისათვის (ფრინველისათვის). მერქანი ფართოდ გამოიყენება წვრილმანი ნაკეთობების დასამზადებლად, ქერქი 14 პროცენტამდე მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს. წვრილ ტოტებს საქონლის საკვებად იყენებენ, იგი მნიშვნელოვანია მეფუტკრეობის განვითარებისათვისაც, როგორც კარგი თაფლოვანი მცენარე. ნაყოფების მნიშვნელობას დიდად ზრდის მათში მიკროელემენტების (კალიუმის პერმანგანატი, რკინა, სპილენძი, ალუმინიუმი) შემცველობა. ცირცელის ყვავილს ხალხში საშარდე ორგანოების კენჭოვანი დაავადების დროს იყენებენ, ნაყოფებთან ერთად კი მათ გამოყენება აქვთ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, გაციებულობის და კუჭნაწლავების დაავადების დროს. ვეტერინარულ პრაქტიკაში ნაყოფის მაგარ ნახარშს საქონლის ფილტვების დაავადების დროს ხმარობენ. ხალხში ნაყოფების წვენი გამოიყენება