lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Ятрышник пятнистый, кукушкины слезки
ჯადვარისებრთა ოჯახიდანაა. ჯადვარი ტუბერაკებიანი, მრავალწლიანი, 20-60 სმ სიმაღლის მცენარეა. 4-8 წაგრძელებული, უკუკვერცხისებრი ან ლანცეტა, 6-15 სმ სიგრძის ფოთლები ზემოდან მოყავისფრო ლაქებიანია, ქვემოდან კი ღია მწვანე. კენწრული ყვავილები ყვავილების სრულ გაშლამდე კონუსურია, შემდეგ კი ცილინდრულ ფორმას იღებს, ყვავილედის სიგრძე 5-15 სმ ფარგლებში მერყეობს. ყვავილები უმთავრესად მოწითალო-იისფერია. ყვავის მაის-ივნისში. ჯადვარი უფრო ხშირად გვხვდება ტყეებსა (ნაძვნარები, სოჭნარები, წიფლნარები და სხვა) და ბუჩქნარებში, აგრეთვე, მდელოებზე და იშვიათად დაჭაობებულ ადგილებში. მედიცინაში ჯადვარის ახალი ტუბერაკები გამოიყენება, რომელსაც ყვავილობის ან დაყვავილებისთანავე აგროვებენ, მდუღარე წყალში 5 წუთამდე ამყოფებენ და ჩრდილში ახმობენ, ეს იმიტომ, რომ ტუბერაკი არ გაღვივდეს და ამით ნედლეული არ გაფუჭდეს. ტუბერაკების შეგროვებისას საჭიროა დაკვირვება. ადამიანის ხელის მტევანის მსგავსი ორი ტუბერაკი ჯადვარის ღეროს ძირში მიწაში, ერთი მათგანი მუქნაცრისფერი და მოშვებულია. ეს გასული წლის ტუბერაკია, გამოფიტული და უვარგისია. მეორე კი ღია მოყვითალო-მოთეთრო და გაჭედილია, ესაა მიმდინარე წლის ახალი სამკურნალოდ ვარგისი ტუბერაკი. ჯადვარის გამშრალი ძირბოლქვისაგან დამზადებულ პრეპარატებს "სალეპს" ეძახიან და იყენებენ, როგორც შიგნით მისაღებ შემომგარსველ საშუალებას, უმთავრესად ბავშვების ნაწლავთა კატარის შემთხვევაში, აგრეთვე ზოგიერთი მოწამვლის დროს. "სალეპს" უნიშნავენ დასალევად ან ოყნის სახით.  ჯადვარის ტუბერაკს იყენებენ, კოლიტის, გასტრიტის და გასტრიტული ვარიანტის წყულოვანი დაავადების დროს. იყენებენ აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების კატარის და პირის ღრუს ანთებითი დაავადების სამკურნალოდ. გამოიყენება სალეპის ლორწო, რომელსაც შემდეგნაირად ამზადებენ, ჯადვარის ტუბერაკებს ფხვნიან, ასხამენ ცხელ წყალს შეფარდებით: 2 გ ტუბერაკების ფხვნილი 200 მლ მდუღარე წყალზე, თქვეფავენ კოვზით 10-15 წუთის განმავლობაში. სვამენ თითო სუფრის კოვზს ჭამის წინ რამდენიმეჯერ დღეში და ღამით ძილის წინ. იკეთებენ ოყნის სახითაც - 50 მლ ერთი ოყნისათვის. ხალხურ მედიცინაში დიდ პოპულარობით სარგებლობს ჯადვარი, როგორც ენერგიის აღმდგენი საშუალება. ირანული წყაროების მიხედვით სხვა საჭმლის უქონლობისას დღე-ღამეში მოზრდილი ადამიანისათვის საკმაოა 40,0 გ ჯადვარის ტუბერაკის ფხვნილი ემულსიის სახით წყალზე მომზადებული. კიდევ უკეთესია თუ ემულსია რძით მომზადდება. ირანელთა რეკომენდაციით კარგია სათადარიგოდ ვიქონიოთ ჯადვარის ტუბერაკები შორეული გადასვლების დროს. თათარი მხედრები ყოველთვის თან ატარებდნენ ჯადვარის ტუბერაკებს საკვების უკმარისობის შემთხვევისათვის.  ჯადვარი ძალ-ღონის აღმდგენი მართლაც კარგი საშუალებაა. სვამენ ნახარშს - 3,0-10,0 გ ტუბერაკები 180 გ წყალზე - კუჭაშლილობის, მსხვილი ნაწლავის კოლიტის და საშარდე ბუშტის კატარის სამკურნალოდ. ნახარშს შემდეგნაირად ამზადებენ: საჭირო დოზის ფხვნილს 10 ნაწილ ანადუღარ ცივ წყალში ათქვეფავენ, შემდეგ უმატებენ 90 ნაწილ მდუღარე წყალს და ხელახლა თქვეფავენ მანამდე, ვიდრე არ მიიღება სქელი, ერთფეროვანი, უფერული და რამდენადმე გამჭვირვალე სითხე (ლორწო), წყლის მაგიერ შესაძლოა რძის გამოყენება, რაც დიდად ამაღლებს ჯადვარის ყუათიანობას. ჯადვარის წყლიან ნადღვებს წარმატებით იყენებენ ოყნისათვის კუჭაშლილობის, მათ რიცხვში დიზენტერიის დროს: ჯადვარის ემულსიას უმატებენ სელის თესლის ნახარშს (1 ჩაის კოვზი სელის თესლი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე). ზაფხულში ბავშვების კუჭაშლილობისას იყენებენ  ჯადვარს შემდეგი დოზით: 120,0 გ ჯადვარის ტუბერაკების ფხვნილი და 86 გრადუსიანი სპირტი, მხოლოდ 0,5 გრამამდე ყოველ ორ საათში ჩაის კოვზით. იმავე ავტორის რეკომენდაციით ჯადვარი აუცილებელი საშუალებაა მოხუცების მოსამაგრებლად, ტუბერკულოზიანების, მძიმე დაავადებაგადატანილი ადამიანების, ხანგრძლივი სისხლდენით დასუსტებულთა (მათ შორის ბუასილიანთა) მოსამაგრებლდა. ბულგარეთის მედიცინა ურჩევს ჯადვარის ნაყენის გამოყენებას, რომელსაც შემდეგნაირად ამზადებენ: 1 ჩაის კოვზ ჯადვარის ტუბერაკის ფხვნილს ერთ ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ და 15 წუთით თბილ ადგილზე დგამენ. ნაყენს