|
аборт, выкидыш |
აბორტი არის ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ორსულობის 28-ე კვირის დასრულებამდე. გამოძევებული ნაყოფი უმეტესად სიცოცხლისუუნაროა. თუ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის დახმარებით მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაშინ ორსულობის შეწყვეტას ნაადრევ მშობიარობად განიხილავენ. განასხვავებენ ადრეულ (მე-16 კვირის ჩათვლით) და გვიან (მე-17-დან 28-ე კვირამდე), ხელოვნურ და სპონტანურ (თვითნებურ) აბორტს. თუ თვითნებური აბორტი ორჯერ ან მეტჯერ განვითარდა, ლაპარაკობენ ჩვეულ აბორტზე. |