lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
авитаминоз
(ბერძნ. a უარყ. ნაწ., vita სიცოცხლე) - ავადმყოფობა, რომელიც გამოწვეულია საკვებში სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების (ვიტამინების) უკმარისობით. ვითარდება ხანგრძლივი დროის მანძილზე ვიტამინებით ღარიბი საკვების მიღების შედეგად. შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე ნაწლავებში მონელება-შეწოვის პროცესების დარღვევამ ან ნივთიერებათა ცვლის მოშლამ. შედარებით ხშირია ავიტამინოზის სუსტად გამოხატული ფორმა - ჰიპოვიტამინოზი და რამდენიმე ვიტამინის ერთდროული უკმარისობა - პოლიავიტამინოზი.