|
агония, предсмертное мучение |
(ბერძნ.) - ბრძოლა - სიკვდილისწინა მდგომარეობა; შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთს ან საათს. აგონიის ნიშნები: გონების დაკარგვა, გრძნობის ორგანოთა მოქმედების შეწყვეტა, გაძნელებული სუნთქვა, ხროტინი, კრუნჩხვა, თვალის რქოვანას შემღვრევა, გულის მუშაობის მკვეთრი დარღვევა. აგონია არ არის შეუქცევადი მდგომარეობა. ზოგჯერ დროულად მიღებულმა ზომებმა შეიძლება გადაარჩინოს ავადმყოფი. |