|
акродиния |
(ბერძნ. akros კიდური, odyne ტკივილი) - ბავშვთა გაურკვეველი ეტიოლოგიის, იშვიათი, მძიმე დაავადება. დამახასიათებელია ძლიერი ქავილი და კიდურებში ტკივილი, რომლის კუპირება ზოგჯერ შესაძლებელი ხდება ცივი წყლის მეშვეობით. ხშირად თან ერთვის ვეგეტატიური მოვლენები: ძილის მოშლა, ოფლიანობა, მადის მომატება, გაძლიერებული ნერწყვდენა, კანის ტროფიკის მოშლა და სხვ. |