|
аллергология |
(ბერძნ. allos სხვა,ergon მოქმედება, logis მოძღვრება) - ალერგიულ დაავადებათა გამომწვევი მიზეზების, მათი განვითარების მექანიზმის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის შემსწავლელი მეცნიერება. თანამედროვე ალერგოლოგია იყენებს კლინიკურ-იმუნოლოგიურ (კანისა და სეროლოგიური ტესტები), პათოფიზიოლოგიურ და პათოქიმიურ (შინაგან ორგანოთა ფუნქციის შესასწავლი, სისხლში ჰისტამინისა და სხვ. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის დასადგენი და სხვ. სინჯები) მეთოდებს. |