|
антитоксины |
(მრავლ.), (ბერძნ. anti წინააღმდეგ, toxikon შხამი) - ორგანიზმის იმუნური ანტისხეულები, რომლებიც უვნებელყოფენ მხოლოდ შესატყვის ტოქსინებს (შხამებს). ანტიტოქსინი ორგანიზმში გამომუშავდება ტოქსიკური ინფექციის (დიფთერია, ტეტანუსი და სხვ.) გადატანის ან ინფექციის საწინააღმდეგო აცრების შედეგად. |