lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
артрит
ართრიტი სახსრების ანთებითი დაავადებაა. ახასიათებს ტკივილი, განსაკუთრებით - მოძრაობისას, არცთუ იშვიათად - მოძრაობის შეზღუდვა, სახსართან შესიება, დეფორმაცია. ზოგჯერ სახსრის ზემოთ კანი შეწითლებულია და ცხელება ვითარდება. ანთება შეიძლება ერთ სახსარსაც მოიცავდეს (მონოართრიტი) და რამდენიმესაც (პოლიართრიტი). ზოგ შემთხვევაში ართრიტი უეცრად, სახსრის ძლიერი ტკივილით იწყება (მწვავე ართრიტი), ზოგჯერ კი თანდათანობით ვითარდება (ქრონიკული ართრიტი). დაავადების მიზეზად შეიძლება იქცეს ინფექცია, ტრავმა, ალერგია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნერვული სისტემის პათოლოგია, ვიტამინების უკმარისობა. ართრიტის მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების გამოვლინებათა შემცირებას, ხრტილებში ნივთიერებათა ცვლის აღდგენას (ანუ ხრტილში მიმდინარე დესტრუქციული პროცესების შეფერხებას) და დაზიანებული სახსრის ფუნქციის მაქსიმალურ შენარჩუნებას. თერაპია გულისხმობს ანთების ძირითადი მიზეზის - გამომწვევი დაავადების (პოდაგრის, რევმატოიდული ართრიტის და ა.შ.) აღმოფხვრას. ამის კვალობაზე, ართრიტის მკურნალობა კომპლექსური (ფარმაკოლოგიური, არაფარმაკოლოგიური და ქირურგიული მეთოდები), ხანგრძლივი და სისტემატურია.