|
астения, бессилие, общая слабость |
[ბერძნ. astheneia (asthenia) უძალობა, სისუსტე, (ბერძნ. a უარყ. ნაწ., sthenos ძალა)] - ავადმყოფური მდგომარეობა, ახასიათებს საერთო სისუსტე, მოდუნება, მოქანცულობა, თავშეუკავებლობა, მოუთმენლობა, უძილობა, გუნება-განწყობილების, მეხსიერებისა და ფსიქოლოგიური აქტივობის დაქვეითება. ვითარდება ინტოქსიკაციის, ინფექციური და მძიმე დაავადების გადატანის შედეგად, აგრეთვე ემოციური, ფიზიკური და გონებრივი შიმშილისა და სხვ. დროს. |