|
атаксия |
(ბერძნ. a უარყ. ნაწ., taxis განლაგება, განრიგი, წესრიგი) - ნებისმიერ მოძრაობათა კოორდინაციის დარღვევა. ვლინდება როგორც მოძრაობის, ისე დგომის დროს. განარჩევენ სენსიტიურ, ნათხემისეულ და ლაბირინთულ ატაქსიას. სენსიტიური ატაქსია ვითარდება პერიფერიული ნერვების ან ზურგის ტვინის უკანა სვეტების დაზიანების შედეგად. ნათხემისეულ ატაქსიას იწვევს ანთებითი პროცესი, სიმსივნე, ნათხემში სისხლის მიმოქცევის მოშლა და გაფანტული სკლეროზი. ლაბირინთული ატაქსია ვესტიბულური აპარატის დაზიანებითაა გამოწვეული. |