|
аудиометрия |
(ლათ. audio ვისმენ, ბერძნ. metreo ვზომავ) - სმენის სიმახვილის გაზომვა. საფუძვლად უდევს იმ უმცირესი ძალის ბგერის განსაზღვრა, რომელსაც აღიქვამს ადამიანი. აუდიომეტრიის ყველაზე მარტივი მეთოდია სმენის სიმახვილის გამოკვლევა სხვადასხვა მანძილიდან ლაპარაკით ან ჩურჩულით. უფრო ზუსტად კი სმენის სიმახვილე განისაზღვრება კამერტონით. |